ქეთრინ ეშტონი უგულავას დაკავებას ეხმაურება და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს ახსენებს
პოლიტიკა - 01:46, 05 Jul, 2014     5844
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც იგი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც მისივე განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებას ასოცირების ხელშეკრულების ვალდბულებებს ახსენებს და მმართველ ძალას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ სასამართლო პროცესი სრულიად დამოუკიდებელობა, გამჭირვალეობა და პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება.

„ყურადღებით ვადევნებდით თვალს გიგი უგულავას დაკავებას თბილისის აეროპორტში 3 ივლისს. აღვნიშნავთ, რომ გიგი უგულავა, რომელსაც თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერდა, საქართველოში მუნიციპალური არჩევნების დროს ოპოზიციის კამპანიის ხელმძღვანელია. გავიხსენებთ პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის მიერ 14 აპრილს გაკეთებულ განცხადებას საარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა და სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ სასამართლო პროცესი სრულიად დამოუკიდებელი, გამჭირვალე და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი იყოს, იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას აიღო“, - ნათქვამია ეშტონის პრესსპიკერის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი უგულავას ბრალდება წარდგენილი აქვს შემდეგ ეპიზოდებში: მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 05 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისაკენ. ასევე გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42