,,ეს არის ძალიან მტკივნეული რაც ხდება, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კანონგარეშე დააკავეს გიგი უგულავა. ასეთი რამ არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ მომხდარა. სხვა საკითხია, ვის ჰგონია გიგი უგლავა დამნაშავე და ვის არა, მაგრამ მე მაინტერესებს ჩემი კოლეგების - რომ ღაღადებდნენ საქართველოში დემოკრატიას ვაშენებთო, ნუთუ ეს არის დემოკრატია და წინასაარჩევნოდ მათ არ აწუხებთ ის საფრთხე, რომელის რუსეთიდან მოდის და არ აწუხებთ იმ მერების და გამგებელების ბედი, რომელიც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს?! ჩვენ ბევრნი ვართ და ვერ გაგვანადგურებენ. დაპისპირების ნაცვლად ესენი უნდა თანამშრომლობდნენ და ხელისუფლება, რომელიც დაპირისპირებაზე აგებს თავის საარჩევნო კამოანიას განწირულია კრახისთვის. ამით შეიძლება დაზარალდეს საქართველოს თითოეული მოქლაქე.
რა თქმა უნდა მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველა სამართლებრივი მეთოდებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






