კალაძე: უგულავამ და მერაბიშვილმა უნდა აგონ პასუხი ხალხის წინაშე
პოლიტიკა - 22:34, 04 Jul, 2014     2077
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება. კალაძე აცხადებს, რომ უგულავას დაკავება იყო გადაუდებელი პროცედურა.

„სანამ მისი დაკავება მოხდება, მას მიაწოდეს ინფორმაცია დაკითხვის თაობაზე, მაგრამ მან ქვეყნის დატოვება გადაწყვეტა. ამის გარდა არსებობს სხვა საქმეებიც და მას მოუწევს ამ კითხვეზე პაუხის გაცემა, იგივე „იმედის“ საქმზე, „სითი პარკის“ საქმეზე და სხვა“,- განაცხადა კალაძემ გადაცემა ,,რეაქციაში" სტუმრობისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება, კალაძე ამბობს, რომ ამ საქმეში ივანიშვილი არაფერი შუაში არ არის.

„უგულავას ირგვლივ ქმნიან მითებს, რომ ვითომ ის არის შეუდრეკელი, რომ მან არ დაუხარა თავი გამოძიებას და ა.შ. ივანიშვილი აქ არაფერი შუაში არ არის. ის რაც უგულავამ მარნეულში გააკეთა, შეუვარდა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს და რასაც ჰქვია თავზე დაახია ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის სისხლის სამართლი დანაშაული“,- აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე ელოდებით თუ არა, რომ სასამართლო პროცესი უგულავას გათავისულებით დასრულდეს, მინისტრი მოვლენებს არ უსწრებს და ამბობს, რომ მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ იქნება სრულყოფილი კომენტარის გაკეთება შესაძლებელი.

„მის მიმართ არსებობს კონკრეტული თემები და ამ თემებზე მოუწევს კონკრეტულ პასუხის გაცემა, როდესაც ხდება კონკრეტული პირების დაკავება, ოპოზიცის წარმოამდგენლები პოლიტიკურად ფუთავენ საქმეს, ერაბიშვილის დაკავების დროსაც იგივე განცხადებები კეთდებოდა, მათ უნდა აგონ პასუხი კანონის და ხალხის წინაშე“, - განმარტა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერს უჭირს პასუხის გაცემა იქნება თუ არა დაკავების შემდეგი კანდიდატი უშიშროების ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია.

„მე კონკრეტულ პირებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, კარგი იქნება ამ კითხვას თუ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელებს დაუსვამთ, ჩვენ თუ თვალს დავხუჭავთ იმ ყველაფერზე, არ არის გამორიცხული ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგელებმაც დაუშვან“,- განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42