გელბახიანი: დაიჭიროს თავისი ხალხიც, ზოგიერთი ,,მუქთახორა“ მინისტრი, ნაცარქექიები...
პოლიტიკა - 20:43, 04 Jul, 2014     2190
გიგი უგულავას დაკავებაზე საუბრობს იურისტი, ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი პოლიტიკური პარტნიორი ვალერი გელბახიანი ,,ალიასთან“ ინტერვიუში. გელბახიანი უგულავას შემდეგ გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძის და გია ბარამიძის დაჭერას პროგნოზირებს. რაც შეეხება სააკაშვილს, გელბახიანი მიიჩნევს, რომ ამის უფლებას არ მისცმენ, რადგან სააკაშვილი დღეს უკრაინაში სერიოზულ რეფორმებს ატარებს.

გელბახიანი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას დაკავებას ქვეყნის შიგნით მასშტაბური არაფერი მოჰყვება. მისი აზრით, ეს გამოიწვევს "ნაციონალური მოძრაობის" გააქტიურებას, ისინი გააკეთებენ პატარა განცხადებებს, ხალხს ვერ აიყოლიებენ, თუმცა უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურებიან დასავლეთის პოლიტიკური წრეები და მოსალოდნელია, რომ ამას დადებით კონტექსტში არ შეაფასებენ.

გელბახიანი მთავრობაში მყოფ ზოგიერთ პირს ,,მუქთახორას“ და ,,ნაცარქექიას“ უწოდებს. ის თვლის, რომ ხელისუფლებამ მათაც უნდა აგებინოს პასუხი:

,,თუ მისმა ჩინოვნიკებმა ორი წლის მანძილზე ვერაფერი გააკეთეს და დააშავეს, მარტო "ნაციონალების" დაჭერა საქმეს არ უშველის, დაიჭიროს თავისი ხალხი, აჩვენოს მოსახლეობას, რომ ქვეყანაში შერჩევით სამართალს ადგილი არ აქვს. რახან "ოცნებაა", მისი დანაშაული გმირობაა?.. დანაშაული ყველგან დანაშაულია, ზოგიერთი მუქთახორა მინისტრი რომ უზის, მარტო იმიტომ უნდა დაიჭირო, რომ არაფერს აკეთებენ. უსაქმური ნაცარქექიები, ხომ ხედავთ, რომ არაფერი კეთდება. წესით, მთავრობაში უნდა არსებობდეს სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოიპოვოს ინფორმაცია, გადაამუშაოს, ვინ რას აკეთებს აღმასრულებელ გუნდში“, - აცხადებს გელბახიანი ,,ალიასთან“ საუბარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42