მოსამართლე გოგინაშვილის აცილებაზე უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
პოლიტიკა - 19:22, 04 Jul, 2014     2152
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლოდან შემდეგი სახის "პოსტს" აქვეყნებს:

"გიგის სასამართლო პროცესზე მოსამართლეა გიორგი გოგინაშვილი. მანვე იგივე საქმეზე მხოლოდ გიორგი ღონიაშვილის მიმართ ცოტა ხნით ადრე პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულს.

ეს "შემთხვევითი" დამთხვევაა, რა თქმა უნდა!

გასაგებია, რომ ამ მოსამართლეს უკვე აქვს მიღებული ინფორმაცია, აქვს ნამსჯელი საქმის არსზე, შეფასებული აქვს პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები, ხოლო გიგის ადვოკატებს მანამდე არანაირი შეხება არ ქონიათ ამ საქმესთან, მათგან არცერთი არ ყოფილა ღონიაშვილის ადვოკატი, მათ სულ რაღაც სასამართლომდე ერთი საათით ადრე მიიღეს საქმის მასალები. ყველა სტანდარტით, ამ შემთხვევაში მოსამართლეს უკვე აქვს წინასწარ შექმნილი აზრი საქმეზე ოღონდ არა გიგი უგულავას საქმის განხილვისას წარდგენილი მასალებით და ადვოკატების არგუმენტების შესაბამისად, არამედ სხვა საქმის ფარგლებში, სადაც გიგი უგულავას ადვოკატებს არ ქონდათ პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.

გასაგებია, რომ ის ვერანაირად ვერ იქნება ობიექტური პროკურატურის შუამდგომლობის განხილვისას, ის ვერანაირად ვერ დაივიწყებს წინასწარ შექმნილ აზრს ღონიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით ვერ იქნება უზრუნველყოფოლი შეჯიბრებითი პროცესი, რაც გულისხმოს, რომ პროკურატურას და ადვოკატებს საკუთარი პოზიციების დაცვის თანაბარი შესაძლებლობები უნდა ქონდეთ, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი, რადგან ერთხელ უკვე დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი იგივე საქმეზე აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის მინიმალურ სტანდარტს.

მიუხედავად ამისა, გოგინაშვილმა უარი თქვა აცილებაზე და მოითხოვა, რომ სწორედ მან განიხილოს გიგის საქმეც. თან თქვა, რომ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი...

საინტერესოა, რომ პროკურორი გააფთრებული მოითხოვდა, რომ სწორედ ამ მოსამართლეს განეხილა საქმე",- წერს თაქთაქიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42