საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთის ფედერაციას შვიდწლიანი დავა მოუგო:
"პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც შვიდი წლის განმავლობაში ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც ქართულ მხარეს, ასევე ევროპელ კოლეგებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპულ სამართალს აქვს თავისი ძალა და ეს სამართალი ბოლოს სრულდება. მინდა, ასევე მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ეს გამარჯვება და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მაშინ იყო ამ ძალადობის მსხვერპლი, კიდევ ერთხელ ვუთანაგრძო და მივულოცო ეს გამარჯვება. ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და ამ პროცესის შედეგად ის ადამიანები, ვინც იზარალა, მიიღებენ რუსეთის მიმართ ევროპულ სამართლს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






