IDFI 2013 წელს საქართველოს სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატების მიერ გაწეულმა წარმომადგენლობით ხარჯებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატების მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ 3 782 528 ლარი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი თანხა 1 931 519 ლარი დახარჯულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში 2013 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს - 422 702 ლარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში - 296 616 ლარს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში- 188 395 ლარს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 166 139, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 163 714, დიასპორის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 140 120, იუსტიციის სამინისტრო - 92 374, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 71 052, ენერგეტიკის სამინისტრო - 67 627, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრი - 51 730, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 45 194, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო -43 234, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 42 372, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 25 421, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - 16 134, სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 10 666, ჯანდაცვის სამინისტრო - 7 545“, - ნათვქმია IDFI-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, ერთადერთ სამინისტრო, რომელმაც IDFI -ის აღნიშნული სამინისტროს აპარატის ხარჯებზე ინფორმაცია არ მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროა.

მასალის გამოყენების პირობები






