მოძრაობა ,,დაბრუნება“ პროკურატურისგან მამუკა არეშიძის საქმიანობის შესწავლას ითხოვს
პოლიტიკა - 15:12, 04 Jul, 2014     1782
მოძრობა ,,დაბრუნება“ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მომხდარ ინციდენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პროკურატურას ექსპერტის მამუკა არეშიძის საქმიანობის შესწავლას სთხოვს.

,,2014 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობის“ ინიციატივით დანიშნული იყო სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა თემაზე: ,,აფხაზეთი - ახალი გამოწვევები და მიდგომები“.

ამ ღონისძიების შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა წინა დღით. გვიან საღამოს კი მოვიპოვეთ შეხვედრის ოფიციალური დღის წესრიგიც. აღმოჩნდა, რომ მთავარ მომხსენებლად ამ კონფერენციაზე უნდა ყოფილიყო მამუკა არეშიძე - ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი.

აღნიშნული პირი საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც ,,ექპერტი“ კავკასიის საკითხებში, რომელიც წლების განმავლობაში აკეთებს კაპიტულანტურ, კოლაბორაციონისტულ განცხადებებს აფხაზეთის შესახებ. კერძოდ, ითხოვს რუსუთის ოკუპაციის შედეგების ლეგალიზაციას - აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას საქართველოს სახელმწიფოს მიერ, შესაბამისად, ეწევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის პროპაგანდას და ხელს უწყობს მტერს ჩვენი ქვეყნის ნაწილების ანექსიაში.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის აგრესიის შედეგად არის ოკუპირებული. ამის თაობაზე არსებობს საქართველოს კანონი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. მთელი მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მიიჩნევს ოკუპანტად, გარდა ერთი-ორი მარგინალური ქვეყნისა. მსოფლიო წესრიგი ეფუძნება ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის პატივისცემისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლოვლობის ფუნდამენტურ პრინციპებს. აგრესორის მთელი ძალიხმევა საერთაშორისო ასპარეზზე მიმართულია იქითკენ, რომ იურიდიულად გააფორმოს აგრესიისა და ოკუპაციის შედეგები. მაგრამ მას ისიც კარგად ესმის, რომ ამას ვერ შეძლებს, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ ჩვენი ქვეყანა დაეთანხმდება ამ მკრეხელურ აზრს.

საქართველოს შეგუება ახლი პოლიტიკური რეალობისათვის არის ამჟამად მტრის ოფიციალური პოლიტიკური დოქტრინა და მასში ამ მიმართულებით ქართული საზოგადოების ნების ფორმირებას უმთავრესი ადგილი უჭირავს. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთის ამ გეგმაში თავისი ადგილი აქვს მკვეთრად გამოხატული პრორუსული პოლიტიკით, აშკარად ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებითა და ქმედებებით, რომელსაც რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარებას უწოდებს.

ამ გეგმაში თავისი ადგილი აქვთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, სინამდვილეში მტერთან კავშირში მყოფ და მოთანამშრომლე, მისი ინტერესების გამტარებელ ლეგალურ რეზიდენტულ ჯგუფებს, რომლებიც ღიად ეწევიან ანტიდასავლურულ, აგრესორისადმი ლოიალობისა და მორჩილების პროპაგანდას და აგიტაციას. ამ ორგანიზაციებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ რუსეთის ხელისუფლების სტრუქტურებთან, მის კონტროლს დაქვემდებარებულ რუსულ ორგანიზაციებთან და სრულიად ღიად ურთიერთობენ მათთან რუსეთსა და საქართველოში. მათ შორის, როგორც ჩანს, საკუთარი ნიშა აქვს ხსენებულ ორგანიზაციას და პირს, რომლის უმთავრესი ამოცანა, ამ ეტაპზე არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხის სადისკუსიოდ დამაგრება, ანუ მისი ლეგალიზაცია საჯარო დისკუსიაში ამ თემაზე რაც შეიძლება მეტი ორგანიზაციისა და პირის ჩაბმის გზით.

ჩვენ კარგად გვესმის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და დანიშნულება დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ არსებობს თემები, რომლებიც სცილდება მის ყველაზე უფართოეს ფარგლებს. სამშობლოს ღალატის პროპაგანდა არ შეიძლება არც ერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში და ისჯება კანონით.

საქართველოს კონსტუტიციის 26-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია ისეთი საქმიანობა, რომელიც მიმართულია მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია: საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე (მუხლი 308); უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე (მუხლი 309); უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე (მუხლი 319).

პირველად არეშიძემ ასეთი განცხადება გააკეთა 2011 წელს (იხ. http://www.ghn.ge/news-45404.html). საჯაროდ, მას მხარი დაუჭირა ერთადერთმა პირმა-ედუარდ შევარდნაძემ. ამას მოჰყვა საზოგადოების ძლიერი უკურეაქცია, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციისგანაც. ამ მკვეთრმა პროტესტმა ის დროებით გააჩერა და ამ თემას დიდხანს არ მობრუნებია. მაგრამ დღევანდელი კაპიტულანტური განწყობილებების ფონზე, მან კვლავ გაიხსენა ძველი ხელობა, გაიმეორა ეს განცხადება ა.წ. 12 ივნისს (http://www.ttimes.ge/archives/21418) და ისევ ამოქმედდა ამ მიმართულებით.

საგულისხმოა, რომ ე.წ. კონფერენციის ორგანიზებაში, როგორც შემდგომ გაირკვა, პირდაპირ მონაწილეობდა აფხაზეთის ა/რ მთავრობა, რომლის წარმომადგენლებიც (თავმჯდომარის მ/შ-ს თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში, სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების მინისტრი და სხვები) მასზე საკმაოდ იყვნენ წარმოდგენილი. ,,კონფერენციის“ სათანადო პიარისა და მაქსიმალური რეზონანსულობისათვის, ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ აგრეთვე რუსეთთან მოლაპარაკებაში პრემიერის წარმომადგენლის ბ-ნი აბაშიძის აპარატის თანამშრომელი, აშშ გეოგრაფიული საზოგადოების ავტორიტეტული გამოცემის National Geographic-ის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლები. მოწვეულნი იყვნენ აგრეთვე სხვადასხვა, მათ შორის, დევნილთა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. რომლებიც უნდა გამხდარიყვნენ კოლაბორაციონისტების ბენეფისის უნებლიე თანამონაწილენი. ვფიქრობთ, კონფერენციის ადგილიც ამავე მიზნით იქნა საგანგებოდ შერჩეული.

კონფერენციის გახსნისთანავე მის წამყვანთან დავინტერესდით, თუ რა ნიშნით იქნა შერჩეული მთავარ მომხსენებლად აღნიშნული სუბიექტი. განვაცხადეთ, რომ ის წლების განმავლობაში ეწევა ანტიკონსტიტუცურ, სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯად მოქმედებას, იგივეს აპირებს ამჯერადაც და სურს თანამონაწილეებად თავის დანაშაულში უკვე კონფერენციის მონაწილეეებიც გაიხადოს.

ამან აღაშფოთა არეშიძე, კომკავშირულ-ძველბიჭური რიტორიკით გამოიწია ჩვენსკენ, შემდეგ გავარდა გასასვლელისაკენ, გვიწვევდა გარეთ საქმის ქურდულად გასარჩევად და ბოლოს დაგვემუქრა, რომ დაგვატოვებინებდა ქალაქს. ეს უკანასკნელი ფრაზა თავისი ტონითა და პათოსით ჩვენსა და კონფერენციის სხვა მონაწილეთა მიერ აღქმულ იქნა როგორც არა მარტო ჩვენი ორგანიზაციის იქ მყოფი წევრების, არამედ ზოგადად დევნილებისადმი მიმართულ მუქარად. ამდენად, ამ შემთხვევაში არეშიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა გამონათქვამს და მუქარას დისკრიმინაციის შემცველი ნიშნით (საცხვრებელი ადგილი და სოციალური კუთვნილება) და ამავე ნიშნით შეუწყნარებლობის გამოვლინებას, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების სოციალურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მ. არეშიძე მუშაობს სახელმწიფო სამსახურში- საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში სპეციალისტად 1100 ლარიანი ანაზღაურებით, ანუ თავისი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისათვის იღებს გადასახადის გადამხდელთა თანხებს და ეწევა ამ კომისიის დანიშნულებასთან აბსოლუტურად შეუთავსებელ საზოგადოებრივ აქტივობას.

ამავე დროს, სარწმუნო წყაროდან გვაცნობეს, რომ მასვე გააჩნია რუსეთის ფედერაციის პასპორტი. შესაბამისად, სავარაუდოდ, ის წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს და სარგებლობს ამ ქვეყნის ოფიციალური მფარველობით.

ამასთან, არეშიძის ოფიციალურ საარჩევნო ფეისბუქ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ის 1999 წელს დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (https://www.facebook.com/AreshidzeForGardabani/info?ref=stream). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მაშინაც და ამჟამადაც ამ ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოავლინეს მაღალი საბრძოლო მომზადება. მ. არეშიძე არ მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ არცერთ ომში, არ იყო სამხედრო მოსამსახურე, მისი ,,საგმირო საქმეების“ შესახებ კი ყველასათვის კარგად ცნობილია. ამდენად, ეს პირი ატარებს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმაღლეს და საპატიო ჯილდოს სრულიად ყალბი საფუძვლებით და აშკარად დაუმსახურებლად.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

1. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შეისწავლოს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ და მისი ხელმძღვანელის, ,,ექსპერტად“ წოდებულ მ. არეშიძის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუცირი საქმიანობა და მისცეს მას სამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 26.3 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, 309-ე და 319-ე მუხლების საფუძველზე;

2. საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მ. არეშიძე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სპეციალისტის თანამდებობიდან, სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შემბღალავი და მისი თანამშრომლისათვის სრულიად შეუთავსებელი საქმიანობისათვის;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს პრეზიდენტმა შეისწავლონ მისთვის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის გადაცემის საფუძვლები, მისი დღევანდელი საქმიანობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ოკუპაციიის შედეგების ლეგალიზაციისაკენ მიმართული განცხადებები და ჩამოართვან მას ეს მაღალი სახელმწიფო ჯილდო;

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი სამსახურების მეშვეობით შეამოწმოს მ. არეშიძის რუსეთის მოქალაქეობის სავარაუდო ფაქტი და მისი დადასტურების შემთხვევაში ჩამოართვას მას საქართველოს მოქალაქეობა.

2014 წლის 13 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან მოძრაობა ,,დაბრუნებამ“ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ საზოგადოება ,,ივერიასთან“ ერთად ჩაატარა მრავალრიცხოვანი აქცია, სადაც ხელისუფლებას მოვთხოვეთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება მტერთან ალიანსში მყოფი ორგანიზაციებისა და პირების მიმართ. საჯარო ბიბლიოთეკაში განხორციელებული ჩვენი დემარში ამ აქციის გაგრძელებაა და მომავალშიც კონსტიტუციისა და კანონის ფარგალში ყველა ზომას მივმართავთ ოკუპანტთან მის ინტერესების სასარგებლოდ და საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოთანამშრომლე ყველა ჯურის კაპიტულანტისა და რუსეთუმეს წინააღმდეგ.

არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას!“, - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42