„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს დებატებში მონაწილეობა შესთავაზა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა. მისი თქმით, წერილობითი შეთავაზება უკვე გადაგზავნილია ნიკა მელიას. მისი თქმით, კონკურენტის თანხმობის შემთხვევაში დებატებს ყველა ნაციონალური არხის ჟურნალისტი დაესწრება.
„ჩვენმა თბილისის მერობის კანდიდატმა წერილით მიმართა ნიკა მელიას და შესთავაზა არჩევნების მეორე ტურის წინ დებატები შემდეგი პირობებით: საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაცია გაუწევს ორგანიზებას დებატებს, რომელშიც კონკურენტი მერობის კანდიდატის დასტურის შემთხვევაში, თბილისის მერობის კანდიდატები დავით ნარმანია და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან ერთამანეთს. დებატებში მონაწილეობას მიიღებს ყველა ნაციონალური მაუწყებელი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წერილობით უნდა მოგვაწოდოს პასუხი, რათა სწრაფად ჩატარდეს დებატები“, - განაცხადა გიორგი გეგჭკორმა.
მასალის გამოყენების პირობები






