აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ტერიტორიულ თანამშრომლობას იწყებენ
პოლიტიკა - 13:55, 04 Jul, 2014     1430
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიუილი მთლიანობა“, რომელიც თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ იმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამა (EaPTC Support Programme). აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის პროგრამის (Eastern PartnershipTerritorial Cooperation Programme (EaPTC) პრიორიტეტები, მიზნები, ინსტიტუციური საფუძვლები და მართვის მექანიზმები არის ის მთავარი თემები, რომელიც კონფერენციაზე განიხილება.

ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ. მათი მუშაობის მიზანია, ერთობლივად ჩაუყარონ საფუძველი და განაცხადონ ტერიტორიული თანამშრომლობის საგრანტო პროგრამების დაწყების შესახებ, რომლის ფარგლებშიც, სასაზღვრო რეგიონებს მიეცემათ შესაძლებლობა, ევროკავშირის დაფინანსებით, ერთობლივი პროექტებიშეიმუშაონ.

EaPTC პროგრამის საერთო ბიუჯეტი ოთხ პროგრამაზე ნაწილდება: სომხეთი - საქართველო 1.35 მლნ. ევრო; აზერბაიჯანი - საქართველო 1,35 მლნ. ევრო; ბელორუსი - უკრაინა 3.3 მლნ. ევრო და მოლდოვა - უკრაინა 3.3 მლნ. ევრო. GIZ მოქმედებს, როგორც EaPTC პროგრამების მართვის ორგანო.

კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები გამოთქვამენ მზადყოფნას, დაიწყონ განაცხადებზე მუშაობა საგრანტო პროგრამებისთვის. სომხეთი-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა ერთ-ერთი პირველია, რომელიც ამ შემოთავაზების განხორციელებას იწყებს. პროგრამის პარტნიორებმა უკვე შეიმუშავეს ტერიტორიული თანამშრომლობის პრიორიტეტები და დაამტკიცეს ერთობლივი სამოქმედო პროგრამა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42