ბაჩუკი ქარდავა: გიგი უგულავას საქმეზე რთულია ვისაუბროთ სამართლებრივ ჭრილში
პოლიტიკა - 13:37, 04 Jul, 2014     1921
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავა დაკავებაზე კომენტარი გააკეთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ. ბაჩუკი ქარდავა ,,ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ფაქტი სცდება სამართლებრივი შეფასების ჩარჩოებს და აშკარად პოლიტიკურ დატვირთვას იძენს.

,,სამართლებრივ შეფასებას საბოლოო ჯამში აკეთებს მართლმსაჯულება და ეს არ არის ჩვენი პოლიტკოსების კომპეტენცია. მესმის, რომ მრავალი კითხვები არსებობს ნაციონალური მოძრაობის 9-წლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებით, და ამ კითხვებზე პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის განწყობები არ იქნას გამოყენებული ოპონენეტების განადგურების იარაღად, რადგან ეს საბოლოო ჯამში ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და საერთაშორისო იმიჯს დაარტყამს.

აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორი იყო გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, როცა გამოცხადდა მორატორიუმი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, რომ თუკი ადგილი არ ექნებოდა განსაკუთრებულ დანაშაულს, ოპონენტების წინააღმდეგ არ იქნებოდა გამოყენებული სისხლის სამართლებრივი დევნა. გაუგებარია, რამდენად გულწრფელი იყო ხელისუფლება მორატორიუმის გამოცხადებისას... მაშინ, როცა ინიშნება მეორე ტური, ხდება ამ სიტყვების უკან წაღება. პროკურატურა სასამართლოსგან ითხოვდა უგულავას წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, ხოლო სასამართლომ პროკურატურის შუამდგლომლობა გირაოს შეფარდებასა და პასპოტრის ჩამორთმევაზე, არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, მოულოდნელად უკვე აეროპორტში მთავრი ოპონენტი ძალის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაპატიმრება ხდება, რის შემდეგაც ბრალდებაში ჩნდება მარნეულის საქმე, რომელიც პირდაპირ არჩევნებს უკავშირდება. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, რთულია ვისაუბროთ სამართლებრივ შეფასებაზე. ამ ყველაფერს პირდაპირ პოლიტიკური სუნი ასდის.

ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია გაჩენილი და მე იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება გასცემს პასუხს. ეს არ არის მხოლოდ ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირების თემა, არამედ ასოცირების ხელმოწერის ფონზე, ეს საკითხი უკვე ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე გადის, და შეიძლება გახდეს ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ედპ-ს ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42