ლაშა ბუღაძე: „გიგი უგულავას ჩარევამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა“
პოლიტიკა - 13:09, 04 Jul, 2014     8851

ცნობილი ქართველი დრამატურგი ლაშა ბუღაძე ქვეყანაში არსებულ დამთრგუნველ რეალობაზე საუბრობს და ქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაჭერის ფაქტს ეხმაურება.

ლაშა ბუღაძე: „რა დამთრგუნველ რეალობაში ვცხოვრობთ: გაიცნობ ადამიანს, დაუმეგობრდები, შემდეგ ის ხელისუფლებაში მოხვდება, გაგიუცხოვდება (ან შენ გაუუცხოვდები), მის შესახებ ბევრ რამეს მოისმენ, რაღაცა გეწყინება, რაღაცა გაგაბრაზებს, რაღაცა მოგეწონება, რაღაცას ფეხებზე დაიკიდებ. გავა დრო, მას დაიჭერენ, შენ არგუმენტებს დაელოდები: უნდოდათ, რომ დაეჭირათ და ამიტომ დაიჭირეს თუ დასაჭერი იყო და ამიტომ? ცხოვრებას ჩვეულებრივად განაგრძობ, თავს იმით დაიმშვიდებ (როგორც, სულ ცოტა, ბოლო ცხრა-ათი წლის მანძილზე), რომ გარეთ 1937 წელი არაა და ახლა მხოლოდ იჭერენ - არ ხვრეტენ. ივიშვიშებ (ისევე, როგორც ბოლო წლებში) არგუმენტების არადამაჯერებლობის შესახებ: ვინმე აგვიხსნის დამარცვლით, რატომ დაიჭირეს? ვინმე გაგვახარებს სარწმუნო მიზეზით? ვინმე გვასიამოვნებს სამართლის სამართლიანობით?

მთელი დღე მოგეშხამება, მაგრამ მაინც როყიოდ შეუძახებ საკუთარ თავს: ასეა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ჩვენ ხომ ყველანი საზოგადო მოღვაწეები ვართ.

სამი მილიონი საზოგადო მოღვაწე - სამმილიონიანი სახელმწიფოებრივი აზროვნებით!

ჰოდა, საინტერესოა, რა ხდება ამ საზოგადო მოღვაწეებით დასახლებულ ქვეყანაში: რა ხდება და არაფერიც არ ხდება.

მარტო სასამართლო პროცესები (ისევ და ისევ, როგორც ყოველთვის, აწ და მარადის), მელანქოლიური პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები სასამართლო პროცესებიდან, ისევ ახალი ჩაგრულები და ახალთახალი მჩაგვრელები, ისევ ეჭვები, რომ არა სამართლის აღსრულების, არამედ პოლიტიკური ბოღმის გაცხადების მოწმენი გავხდით, და თან სად - ათასობით საზოგადო მოღვაწით დასახლებულ ქვეყანაში, სადაც უკვე ამ საზოგადოების ნაწილად და აზრის გამომხატველად ქცეულა ცოდვებმთრგუნველი მხატვარი კიტოვანი…

არ ვიცი, რაზე ქოთქოთებს და რაზე ბრაზობს ჩვენი საზოგადოება (ვეცადე, მაგრამ ვერაფრით გავუგე ჩვენი საზოგადოების პრიორიტეტებს), არ ვიცი, რამდენი მილიონი შეჭამა ქალაქის ყოფილმა მერმა, არ ვიცი, რამდენი მილიონი შემოჰქონდა თუ არ შემოჰქონდა მუდმივი არჩევნებით დაწყევლილ ქვეყანაში, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის, პირადად ჩემთვის და არა რომელიღაც საზოგადოებრივი ცხოველისთვის, გიგი უგულავა ყოველთვის დარჩება იმ ადამიანად, რომლის უშუალო ჩარევამ და დახმარებამაც სიკვდილის პირას მყოფ არაერთ ადამიანს შეუნარჩუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამის მოწმე მრავალჯერ ვყოფილვარ.

და, ჰო, შესაძლოა ვცოდავ, როგორც სამართლიანი სამმილიონიანი საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელთაგანი, მაგრამ დღეს ჩემთვის მისი “დანაშაულები” აბსტრაქციაა, რადგან მახსოვს, ვიცი და მსმენია, რომ ის მრავალს დადგომია გვერდით მძიმე წუთებში. ჩემთვის კი დღეს ესაა პრიორიტეტი.

წყარ: თავისუფალი რადიო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42