12 ივლისს დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩავაბაროთ - პრემიერი
პოლიტიკა - 13:08, 04 Jul, 2014     1785

„12 ივლისს ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩააბაროს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას არჩევნების დღეს იაქტიურონ და საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა. 12 ივლისი იქნება ის დღე, როდესაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

12 ივლისს ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩააბაროს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი და გამჭვირვალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება შეუქცევადია.

მოგიწოდებთ ყველას, იაქტიუროთ, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და მიიღოთ მონაწილოება არჩევნების მეორე ტურში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ კიდევ ერთხელ გამოხატოთ თქვენი ნება და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი.

იცოდეთ, თითოეული თქვენი ხმა იქნება დაცული და თავისუფალი არჩევანი - გარანტირებული. ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, ვიყოთ პასიური იმ იმედით, რომ არჩევნები უჩვენოდაც ჩატარდება. დღეს არა გვაქვს უფლება გულგრილი დავრჩეთ პროცესებისადმი! იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა მნიშვნელოვანია! იცოდეთ, თქვენი ხმა იგებს და თქვენი ხმა გადამწყვეტია!

2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტური გაიმართება 8 თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, გორში, მცხეთაში, ოზურგეთსა და თელავში, და 13 თვითმმართველ თემში - ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლში, თელავსა და ხულოში.

მოიხადეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი, მიიღეთ მონაწილეობა მეორე ტურში იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42