მოვითხოვთ უგულავას განთავისუფლებას და ოპოზიციის დევნის შეწყვეტას! - თამარ ჩხეიძე
პოლიტიკა - 12:31, 04 Jul, 2014     4073
,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექტს, რომელსაც საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არ არსებული დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემის პირობებში გამოკვეთილი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიმდინარე დევნას არავითარი კავშირი არა აქვს სამართალთან. მით უფრო, ეს სრულიად აშკარაა კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ როდესაც უგულავა ხელისუფლებაში მოყვანილი რუსი ოლიგარქის -ბიძინა ივანიშვილის მიერ თავიდანვე დაჟინებული პოლიტიკური დევნის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა. ნებისმიერი სახელმწიფოზე მზრუნველი ხელისუფლება ქვეყნის აღმშენებლობით უნდა იყოს დაკავებული და განსაკუთრებით ოკუპანტისგან მომდინარე საფრთხის წინაშე უნდა ეყრდნობოდეს ეროვნული ერთიანობის იდეას; საქართველოს ხელისუფლება კი მუდმივად სთესავს პათოლოგიურ სიძულვილს ოპონენტების მიმართ და აწარმოებს მათ დევნას კანონების, თვით სასამართლოს გადაწყვეტილებების და საარჩევნოდ თავიანთ მიერვე გამოცხადებული მოროტორიუმის სრული უგულებელყოფით!. არჩევნების პროცესში, მეორე ტურის წინ აკავებენ ოპოზიციური პარტიის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს! რომელ დემოკრატიასთან თუნდაც გარეგნულად მიახლოებულ არჩევნებზე შეიძლება ამ შემთხვევაში ლაპარაკი!

ასეთი მოვლენები მიმართულია საქართველოს ნორმალური განვითარების წინააღმდეგ და ნებისმიერი მოქალაქის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი გაერთიანების ვალია, მიუხედავად ნაციონალური მოძრაობისადმი პოლიტიკური სიმპათიებისა თუ ანტიპატიისა შეაჩეროს მსგავსი პროცესები.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლება, მართალია წინ ვერ აღუდგა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უკვე წლების მანძილზე მომზადებულ პროცესს, საქმით ყოველნაირად შეეცდება პუტინის ანტიქართული გეგმების შესრულებას და ამ მხრივ ოპოზიციის გაჩუმება და მოშორება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მოვითხოვთ უგულავას განთავისუფლებას და ოპოზიციის დევნის შეწყვეტას!“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42