გამოცემა წერს, რომ საქართველოში მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიგი უგლავა თბილისისი აეროპორტში უკრაინაში გაფრენის წინ დააკავეს.
,,გიგი უგულავას, ექსპ-რეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოეს თანამებრძოლს, გამოძიება ივნისის არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ფულის გათეთრებას ედავება.
დაკავების წინ უგულავამ განაცხადა, რომ არ აპირებდა ქვეყნიდან გაქცევას და იმავე დღეს უკან ბრუნდებოდა.
მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას“, - წერს გამოცემა.
BBC ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული განცხადების ციტირებას ახდენს: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში ნათქვმია, რომ ეს დაკავება განპირობებულია მერის არჩევნების მეორე ტურით, რომელიც ხელისუფლების დღის წესრიგში იდგა, ეს არის პოლიტიკური შურისძიება და ოპოზიციის დევნა“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






