„თანამდებობის არც ერთი პირი არ არის დაცული, რომ თუ დანაშაულს ჩიადენს პასუხს არ აგებს. თუმცა ის რაც ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ, ცოტა არ იყოს ამოვარდნილია მოვლენების სამართლებრივი ლოგიკიდან. ერთის მხრივ, მართლაც არსებობს მორატორიუმი, რომელიც უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით გამოცხადდა, არის არჩევნების მეორე ტური და ალბათ, ამ დროს ასეთი ღონისძიებების გატარება არ ღირდა. ქვეყანა არ დაიქცეოდა თუ ეს რამოდენიმე კვირით გვიან გაკეთდებოდა. მეორეს მხრივ, როდესაც სასამრთლოზე გადის თემა კონკრეტული მოთხოვნით და სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ შეუზღუდა მას გადაადგილების უფლება და იმავე ღამეს ხდება სხვა ბრალთან მიმართებაში ახალი მოთხოვნის დაყენება, ეს არ არის პოლიტიკურად სასიამოვნო მოვლენა. იმით გამართლება ამ ყველაფრის, რომ წინა ხელისუფლება ამაზე უარესად იქცეოდა, არ არის გამართლება. დიახ ისინი ცუდათ იქცეოდნენ, მაგრამ ხელისუფლება რომ შეიცვალა ქცევის ეს წესი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. თუ ესე არ მოხდება გამოვა, რომ ქვეყანაში არაფერი იცვლება და ვინც ხელისუფლებაში იქნება იმან მუდმივად უნდა არღვიოს კანონი. მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის პერსპექტივას სერიოზულად აზარალებს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






