უჩა ნანუაშვილი აპირებს უგულავას ადვოკატთან შეხვედრას და საქმის მასალების შესწავლას. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაესწრება სასამართლოს სხდომას, რომელიც გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
"მოპყრობაზე და პირობებზე მას არანაირი საჩივარი და პრეტენზია არ აქვს. ამბობს, რომ არის ნორმალურ პირობებში, თუმცა ბრალდებებს უარყოფს. ჩვენ ვიწყებთ საქმის შესწავლას. ასევე შევხვდით მის ადვოკატს, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა იზოლატორში", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. იქ მისი დაკითხვა არ მომხდარა და შესაბამისად, მასთან არც ადვოკატები ყოფილან შესული. მისივე ცნობით, უგულავა მოდულის შენობაში 09:00 საათიდან იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






