საერთაშორისო კონფერენციას ბულგარეთის, ალბანეთის, ხორვატიის, დანიის, ლიხტენშტეინის, მოლდოვას, მონაკოსა და თურქეთის გენერალური პროკურორები, ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინას იუსტიციის მინისტრი, ჩეხეთის რესპუბლიკისა და პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოებრივი გამოცდილება.“
აღნიშნული კონფერენცია „საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის“, „ევროპის საბჭოს“ და „სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ“ ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ასევე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი დაესწრო. მთავარი პროკურატურის დელეგაციას აზერბაიჯანის მთავარმა პროკურორმა პირადად უმასპინძლა. კოლეგებმა შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს და ანტიკორუფციული სამსახური მოინახულეს.
მასალის გამოყენების პირობები






