,,საქმე ის არ არის, გიგი უგულავას მიმართ წაყენებულ ბრალში რა არის სიმართლე და რა ტყუილი, ამის გაგებას, როგორც ჩანს, რამდენიმე წელი და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდება. მანამდე კი ის უდანაშაულოა, ზუსტად იმიტომ, რატომაც არის უდანაშაულო ყველა მოქალაქე იქ, სადაც უდანაშაულობის პრეზუმფციას აღიარებენ.
საქმეა ის არის, რომ ეს მოხდა 12 საათის (!) შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ უგულავას მიმალვის საფრთხე არ არსებობს. ძალიან ძნელია არ იფიქორ, რომ ის, ვინც ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, არ მოქმედებდა პრინციპით "ამ ქვეყანაში სამართალი მე ვარ". სწორედ ამ და მრავალი ამგვარი გადაწყვეტილების გამო, წინასაარჩევნო ტყუილებთან ერთად, "ქართული ოცნების" რეპუტაცია იმდენად შელახულია სულ უფრო მეტი ადამიანის თვალში, რომ თეთრზე თეთრიაო რომ თქვან, ამასაც აღარავინ დაუჯერებს. და უნდობლობის ეს უფსკრული, არა "ქართული ოცნების", არამედ საქართველოს სახელმწიფოს მდგრადობის პრობლემა გახდა“, - წერს ლომაია.
მასალის გამოყენების პირობები






