იმედია ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ერთგვარი გაფრთხილება იქნება - ფანჯიკიძე
პოლიტიკა - 18:23, 03 Jul, 2014     1525

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის სამართლიანობის აღდგენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2006 წელს მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ.

„2006 წელს, როდესაც რუსეთმა ემბარგო გამოაცხადა, ამის შემდეგ იყო ჩვენი მოქალაქეების ასე ვთქვათ, გამოსახლება, გამოძევება რუსეთიდან. ისინი სრულიად არაადამიანურ და ძალიან შეურაცხმყოფელ პირობებში გამოიყვანეს ქვეყნიდან და მე მახსოვს სატვირთო თვითმფრინავებით მათი ჩამოყვანა და ის საშინელი კადრები, რომელიც მაშინ ვიხილეთ. რასაკვირველია, ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. 2007 წელს საქართველომ შეიტანა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. ახლა დამთავრდა ეს პროცესი და რუსეთის ფედერაცია დადანაშაულებულ იქნა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება ფულად კომპენსაციებს, ფანჯიკიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე რუსეთისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებმა უნდა მოილაპარაკონ.

„ეს არის ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება და მინდა, მივულოცო ყველას, ვინც ამ სარჩელის უკან იდგა და აღვნიშნო ისიც, რომ სამწუხაროდ, დღესაც ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი გაფრთხილება რუსეთის ფედერაციისთვის, რომ სამართალი არსებობს და მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ მსგავსი სარჩელის საფუძველი ჩვენ მომავალში აღარ მოგვეცემა, რადგანაც, ჩვენ ვცდილობთ, რომ კონსტრუქციული ურთიერთობები დავამყაროთ რუსეთთან“, - განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42