გოგა ხაინდრავა: „რა გახდა უგულავას ”ვირის აბანოში” გაშვება?!”
პოლიტიკა - 17:51, 03 Jul, 2014     3899

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კიევში გამგზავრებისას დააკავეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზება ედება ბრალად. უგულავა ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი. ამ ფაქტს გოგა ხაინდრავა უმწვავესი კომენტარით გამოეხმაურა...

- მე მინისტრი გახლდით 2006 წლამდე და 2005 წელს კონტროლის პალატის დასკვნა დადო ბატონმა სოსელიამ, სადაც უგულავას მერად მოღვაწეობის პირველივე წელს 102 მილიონი ლარი ჰქონდა გაფლანგვა... ვაჟბატონ კახა ლომაიას, რომელიც მერე ამერიკაში გადამალეს, 40 მილიონი ჰქონდა გაფლანგვა... კახა ლომაია იყო სოროსის ფონდის ხელმძღვანელი და ”ვარდების რევოლუციას” ეგ აფინანსებდა. გიგი უგულავას ერთ-ერთი თანამონაწილე იყო. მერობის პირველივე წელს რომ კაცს 102 მილიონი ექნება გაფლანგვა, წარმოიდგინეთ, 9 წლის თავზე რასთან გვაქვს საქმე?! იმის ნაცვლად რომ უგულავას პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინათ, სოსელია მოხსნეს და 54 წლის საღ-სალამათი კაცი სამ თვეში გარდაიცვალა. დღემდე არ არის გარკვეული, რატომ მოხდა ასე. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძის პროტეჟე იყო ის კაცი და არც მაშინ მოუკითხავს მისი ბედ-იღბალი და არც დღეს ახსოვს...

- თვლით, რომ გიგი უგულავა ციხეში უნდა იჯდეს?

- ხალხი ასე თვლის და აბსოლუტურად სწორია მათი რეაქცია... მაგრამ დაუჯერებენ კი ხალხს? სად კუბლაშვილი და სად სამართალი?! ვიდრე მონსტრი კუბლაშვილი ქართულ სასამართლოს თავზე იქნება წამომჯდარი და იქ ობობას ქსელებს ხლართავს თავისი სისხლიანი ხელებით, გულით და თავით, მანამდე ქვეყანას არაფერი ეშველება! გიგი უგულავა კი არა ნიკოლა სარკოზი დააკავეს, თურქეთის ექსპრეზიდენტი ციხეში ზის, ასევე ციხეშია სამხრეთ კორეის სამი პრეზიდენტი, ორი უვადო პატიმრობით, ავსტრიის პრეზიდენტთან ჰქონდათ პრობლემები და სილვიო ბერლუსკონის მიუსაჯეს პატიმრობა. რა გახდა საქართველოში გიგი უგულავას და ამ თაღლითების, ქურდბაცაცების, სახელმწიფო დამნაშავეების ”ვირის აბანიოში” გაშვება ბოლოსდაბოლოს?! იქ არის მათი ადგილი, იმიტომ რომ ეგენი არიან სისხლისმწოველები და ამ ქვეყნის გამანადგურებლები. დანარჩენი ცალკე ქართულმა საზოგადოებამ განსაჯოს და ცალკე ხელისუფლებამ. ამის ატანა, ამასთან შერიგება და ყურება უკვე შეუძლებელია...

- ნაციონალური მოძრაობის წარომადგენლები თავად ჩივიან, რომ მათზე პოლიტიკური დევნაა და უდანაშაულო ხალხს აპატიმრებენ...

- აბა იმას იტყვიან, დამნაშავეები ვართო?! ძალიან იშვიათია, დამნაშავე ინანიებდეს და მითუმეტეს ეგ გათავხედებულები ამას არ იზამენ. დიახაცგათავხედებულები არიან ნაძირალა ბილდტისნაირი მხარდამჭერებით. მექრთამე ბილდტი ევროკავშირის სახელით რომ გველაპარაკება.დასავლეთშია მოკალათებული ბნელი ძალები, რომლებიც თანამონაწილეები იყვნენ იმ დანაშაულის, რასაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ჩადიოდნენ. ეგრეთწოდებული ლობისტები, სინამდვილეში ავანტიურისტები. ეს ბილდტიც მექრთამეა, რომელსაც აქ დიდი ზარ-ზეიმით ღებულობენ. დამტკიცებული ფაქტია, ეგ რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" რომ ქრთამებს იღებდა, პრესკონფერენციაც მქონდა ამაზე. საბუთებიც წარვადგინეთ მის მექრთამეობაზე შვედურ პრესაზე დაყრდნობით... პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან პატარა გავლენა გვაქვს და მსოფლიო პროცესებს ვერ ვმართავთ, მაგრამ მეტი სიმტკიცე და გაბედულება გვჭირდება.

წყარო: კვირის პალიტრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42