საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი პოლიტიკურად არის მოტივირებული.
„რამდენადაც ვიცი გიგი დადიოდა წინ და უკან. არასოდეს არ გასჩენია სურვილი სადმე დარჩენის და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მისი ასეთი დაკავებით რაიმე პოლიტიკური პროცესი ჩაიშლება, არჩევნებში გარდატეხა მოხდება, ხალხი დაშინდება და სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის ძალიან გარე და არასწორი აზროვნება. ადამიანები შეიძლება იცვლებოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველოს წინსვლას და მისი განვითარების იდეას ვერანაირი მანიპულაცია ვერ შეაჩერებს. ვფიქრობ საჭიროა მათი მხრიდან, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს, მალე გაიაზრონ ეს ყველაფერი“, - განაცხადა მიხეილს სააკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით დააკავეს. მას ფინანსურ მაქინაციებში ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები






