ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე–პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება. სარიუშ-ვოლსკი მიერ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოასწორონ შერჩევითი სამართლის აქტები.
„გიგი უგულავას დაკავება წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, განახორციელოს მისი დღის წესრიგი - პოლიტიკური ანგარიშსწორება მთავარი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რომელიც EPP–ის წევრია. ბატონი უგულავა, რომელიც ენმ-ის საარჩევნი კამპანიის ხელმძღვანელია, დააკავეს მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს სამწუხარო მოვლენა მოხდა მას შემდეგ, რაც ერთი კვირაც არაა გასული საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან. რა თქმა უნდა, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებას დამატებითი პასუხისმგებლობას აკისრებს, დაიცვას ძირითადი ევროპული ნორმები და პრინციპები. აქედან გამომდინარე, EPP–ს სახელით მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს ყველა ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება, რომელმაც შეიძლება, სერიოზულად შეარყიოს საქართველოს ევროპული მომავალი და ძირითადად ფოკუსირება მოახდინოს რეფორმებზე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, კონკრეტულად კი გამოასწოროს შერჩევითი სამართლის აქტები“, - ნათქვამია EPP–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






