როგორც ალაფიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განმარტა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა რუსეთისთვის გაკვირვების საგანი არ ყოფილიყო.
„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც რუსეთშიც ელოდნენ, რომ ამდაგვარი განაჩენი იქნებოდა გამოტანილი მათ მიმართ, იმიტომ, რომ 2008 წლის შემდგომ არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში არის დაფიქსირებული ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მდგომარეობა, რასაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი 2008 წელს და შესაბამისად სამხედრო ინტერვენცია ამ შემთხვევაში სწორედ რუსეთის მხრიდან იყო განხორციელებული საქართველოში. აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო ეს, შესაძლებელია ამას რუსეთშიც კი დიდი ვნებათაღელვა არ გამოეწვია“, - განაცხადა ალაფიშვილმა.
ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს იმასთანდ აკავშრებით, რომ მოგებულმა დავამ შესაძლოა რუსეთისთვის აღმოჩნდეს სტიმული საქართველოსთან მიმართებით არასასიკეთო ქმედებები განახორციელოს:
„ერთი რამ რაც ჩემში გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს, ის არის, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის კიდევ ერთი გამაღიზიანებლი საკითხი აღმოჩნდეს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ნეგატიურად ფასდება ჩემი მხრიდან. სხვა საკითხია ის, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კვალობაზე, ევროასოცირების შემდგომ, უელსის სამიტის წინ, მითუმეტეს უკრაინის მოვლენების ფონზე, კიდევ ერთი გამაღიზიანებელი სამართლებრივად გამყარებული, შესაძლოა ეს ყოველივე იყო და აღმოჩნდეს სტიმული საქართველოსთვის არასასიკეთო ქმედებებისთვის“, - აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ განაჩენი დღეს გამოიტანა. ეს არის პირველი სახელმწიფოთაშორისი საქმე, რომელიც საქართველომ შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ. საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების შევიწროებასა და მათ მასობრივ დეპორტაციას.
მასალის გამოყენების პირობები






