„თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.
თუთბერიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტს კანონთან საერთო არაფერი აქვს.
„ამ ფაქტს არაფერი აქვს საერთო არც კანონთან და არც კანონის უზენაესობასთან. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ფართხალი, რომელმაც აღარ იცის, რა მოიმოქმედოს. რა თქმა უნდა, სასამართლო კვლავ მოახერხებს, არ მოექცეს ხელისუფლების გავლენის ქვეშ და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. უგულავას დაბარებაც უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ როგორღაც შეექმნათ იმის შთაბეჭდილება, რომ ის ქვეყნიდან გარბოდა. თუმცა გაქცევის საშიშროება არ არსებობდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სხვადასხვა საქმეზე უკვე რამდენიმე თვეა, დაწყებულია და თუ უგულავას არ უნდოდა საქართველოში დაბრუნება, ამას როგორღაც მოახერხებდა. ხელისუფლებამ დიდი კრახი განიცადა თვითმმართველობის ადგილობრვ არჩევნებზე და ეხლა ცდილობს, ადამიანები არჩევნებზე მოიყვანოს და მოტივირებულები გახადოს“-განაცხადა თუთბერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






