"ეს არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ხასიათის გამარჯვებაც"
პოლიტიკა - 15:35, 03 Jul, 2014     1555

სახალხო დამცველის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გამარჯვებაცაა.

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ ქვეყანა შეძლებს საერთაშორისო ტრიბუნაზე დამატებითი არგუმენტაცია წარმოადგინოს იმის დამადასტურებლად, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა.

რაც შეეხება კომპენსაციის რაოდენობას, ომბუდსმენი ვარაუდობს, რომ საჭირო გახდება ახალი ფორმატის შექმნა, სადაც მხარეები აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებიან.

„ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. ჩემთვის პირადად სხვა გადაწყვეტილების გამოტანა წარმოუდგენელი იყო. ეს არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ხასიათის გამარჯვებაც, რადგან საუბარია სახელმწიფოთაშორის საქმეზე. რეალურად დანარჩენი უკვე პროცედურების საკითხია. 12 თვეში უნდა მოხდეს შეთანხმება კომპენსაციის რაოდენობაზე. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელსაც ევროსასამართლო ხშირად იყენებს. ამ შემთხვევაში საკითხი გადაწყვეტილია, საუბარია მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე. იმედი, მაქვს ყველა მსხვერპლი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ცოტა ხნის წინ საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვით რუსეთმა საქართველოს დაზარალებულ მოქალაქეებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. კომპენსაციის ოდენობა 12 თვის ვადაში მოლაპარაკებების გზით უნდა განისაზღვროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42