ბურჭულაძე: უგულავას დაკავება ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება
პოლიტიკა - 13:33, 03 Jul, 2014     4031
"დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება.

„ჩვენ გავხდით დემოკრატიული სახელმწიფოს ნგრევის მოწმე. ეს არაა მხოლოდ ოპოზიციის ლიდერების დევნა, რადგან პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა სხვა სუბიექტთან შედარებით, მოსახლეობის მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს და ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების ამ ფორმას ვერაფერს ვუწოდებდი გარდა საკუთარი ხალხის ტერორისა“,- განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლებაში აბსოლუტურად უვიცი და უპერსპექტივო ჯგუფია მოსული, - „ხალხი რომელმაც ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზება ვერ შეძლო, ამ ადამიანებისთვის უცნობია წარმატება და საკუთრი მომავალიც კი, რადგან ისინი ვერ ხედავენ საკუთარ თავს დემოკრატიულ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოში, იქ სადაც დიდი კონკურენციაა“.

„მათი მოტივაცია მხოლოდ ბოღმაა, რომელსაც ყოველდღიურად ანთხევენ ჩვენს ხალხზე. ხელისუფლებისთვის ძალოვანი უწყება იარაღია და ძალაუფლებას ძალადობით ინარჩუნებს. არჩევნებმა ეს მოძალადე ბანდა იმდენად შეაშინა, რომ მეორე ტური მისთვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა, იმისათვის რომ საბოლოოდ უარი ეთქვა ყოველგვარ სტანდარტებზე, კანონსა და მართვის ზნეობრივ ფორმებზე. მთავრობამ დაგვარწმუნა, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი რათა შეინარჩუნოს კომფორტი, შემოსავალი და ძალაუფლება. ის უგულებელყოფს, კანონს, სასამართლოს, საერთაშორისო საზოგადოების განცხადებებს, მისთვის უმნიშვნელოა საკუთარი ხალხის სიტყვა“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის აზრით, უგულავას დაპატიმრება უკანონოდ განხორციელდა. "დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება, რადგან მან უარი თქვა სამართლიან სახელმწიფოზე,

„ხელისუფლება კანონის მოთხოვნების იგნორირებას ახდენს და საბოლოოდ ასამარებს დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას.

ჩვენი მოსახლეობის ტერორი მხოლოდ ერთი კაცის ოცნებაა, რომელიც ტერორისტად შერაცხა მსოფლიომ, ამ კაცის იდეა ქართული სახელმწიფოს გაქრობაა, ხოლო მმართველი გუნდი ამ კოშმარს ქართველი ხალხის „ოცნებად“ ასაღებს. საქართველო არაა კრიმინალებისა და მოძალადე მთავრობების სათარეშო ტყე, ამაში ხელისუფლება მალე დარწმუნდება“,- დასძინა მუხრან ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42