მანანა კობახიძე: გიგი უგულავას დაკავება იყო გადაუდებელი აუცილებლობა
პოლიტიკა - 11:32, 03 Jul, 2014     2141

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას დაკავების შესახებ კომენტარს აკეთებს.

კობახიძის განცხადებით, როცა საქმე ბიუჯეტის თანხების მითვისება-გაფლანგვას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ფულის გათეთრებას ეხება, პოლიტიკური სარჩული ხელოვნურად მოგონილი საფუძველია.

“ვფიქრობ, გიგი უგულავას დაკავება იყო გადაუდებელი აუცილებლობა, თუმცა, დაველოდოთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და პროკურატურის განცხადებებს. როგორც ცნობილია, იგი დაბარებული იყო დაკითხვაზე, მაგრამ მაინც აპირებდა გამგზავრებას. მიუხედავად იმისა, რომ იგი დაბრუნების პირობას დებდა, გამორიცხული არ არის, რომ არ დაბრუნებულიყო ქვეყანაში, ვინაიდან, ერთია, რას ამბობ წინასწარ და მეორე - როგორ იქცევი შემდეგ”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით მორატორიუმი არ წარმოადგენს კანონს და თუ საჭიროა, წინასაარჩევნო პერიოდშიც საგამოძიებო მოქმედებები უნდა განხორციელდეს:

“როცა საქმე ეხება ბიუჯეტის თანხების მითვისება-გაფლანგვას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, წლების განმავლობაში გარკვეული სარგებლის მიღებას, როდესაც საუბარია მილიონობით ლარზე და მას ფულის გათეთრებას ედავებიან, პოლიტიკური სარჩული ძალიან ხელოვნურად მოგონილი საფუძველია. მერობა და ნებისმიერი თანამდებობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ არასოდეს მოგეთხოვება პასუხი ჩადენილი დარღვევებისთვის. ყველა ბრალს „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად მოტივიებულს უწოდებს, რაც საფუძველს მოკლებულია, რადგან საუბარია რეალურ ფაქტებზე, რასაც პასუხი უნდა გასცეს უგულავამ. საბოლოო ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს, რომელიც დღეს არც პროკურატურის გავლენის ქვეშ იმყოფება და ასევე აბსოლუტურად დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან. თუმცა, სასამართლოს მიმართ ვიტყოდი, რომ მან ასევე უნდა გამოიჩინოს მიუკერძოებლობა „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ და არ უნდა დაუშავს, რომ დამნაშავე პირი აღმოჩნდეს გარეთ. უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება დაუშვებელია, მაგრამ დამნაშავე პირის თავისუფლებაც ძალიან საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის. სასამართლომ ძალიან დიდი გულისყურით უნდა განიხილოს ნებისმიერი და მათ შორის გიგი უგულავას საქმე”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას დააკავეს. უგულავა კიევში გიგა ბოკერიასთან ერთად მიემგზავრებოდა, თუმცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მას გამგზავრების უფლება არ მისცეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უგულავა ამ დროისათვის ე.წ მოდულის შენობაში იმყოფება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42