თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებას "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებით ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უგულავას დაკავება მიზნად ისახავს საქართველოში მთავარი ოპიზიური ძალის დასუსტებას.
"ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებულია, რომ მეორე ტურის წინ გიგი უგულავას დაკავება მიზნად ისახავს საქართველოში მთავარი ოპოზიციური პარტიის დასუსტებას. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის დღის წესრიგშია პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ოპოზიციის დევნის გაღრმავება. გიგი უგულავას დაკავება ბიძინა ივანიშვილის პერსონალური გადაწყვეტილებაა, რომელიც კვლავ რჩება გადაწყვეტილების მთავარ მიმღებად მთავრობაში", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი დღეს დილით, გამთენიისას თბილისის საერთაშრისო აეროპორტში დააკავეს. ამ დროისთვის ის "მოდულის" შენობაში იკითხება.
მასალის გამოყენების პირობები






