საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი მოსამართლისა და ბრალდების მხარის მოწმის დიალოგის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვედზე წერს:
„პროკურატურის მოწმე ბერდია მესხი:
ადვაკოტი: რამდენჯერ ხართ ნასამართლევი?
მოწმე: 2-ჯერ
ადვოკატი: რაზე?
მოწმე: ქურდობაზე და ყაჩაღობაზე
ადვოკატი: რომ ამბობთ არნახულად მირტყეს და მცემესო, თქვენ როცა დააყაჩეღეთ მოხუცი ცოლ-ქმარი, დააუთოეთ და ცემეთ, ის არ იყო არნახული ცემა?
მოწმე: "ეხლა რაფერაა, მე თუ ვცემე, ამიზა მეც უნდა მცემონ?", - წერს ნადარეიშვილი.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარეების მოწმეების დაკითხვა მოხდება.
პროცესი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას შეეხება, თუმცა, მოსამართლე დამატებით კიდევ ორ ეპიზოდზე იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები






