პრემიერმა და აშშ-ს ელჩმა აშშ-ის საელჩოში საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს
პოლიტიკა - 23:08, 02 Jul, 2014     1354
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი მოკავშირე და უახლოესი პარტნიორია, მინდა მოგილოცოთ ეს დღესასწაული ჩემი და ქართველი ხალხის სახელით - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოში საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

„ჩვენი ქვეყნების მეგობრობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ვაფასებთ ამერიკის მიერ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და მადლობას გიხდით საქართველოს ისტორიის ურთულეს მომენტებში გაწეული დახმარებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად ფასეულია შეერთებული შტატების მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხში,აგრეთვე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა კიდევ ერთხელ მიულოცა.

“ ჩვენ ასევე მომსწრენი ვართ ისტორიული კვირის. გასულ კვირას ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ეს გარკვეულწილად დამოუკიდებლობის დეკლარირებას წარმოადგენს. საქართველომ განამტკიცა თავისი უფლება თვითონ აირჩიოს პარტნიორები, მათ შორის ეკონომიკური და ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ამ უფლებას.” - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42