სასჯელის შეკრებითობის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. უშიშროების ყოფილი მდივანი ხელისუფლების არათანმიმდევრულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ კრიმინალის ზრდას და ,,რომელიღაც საკანონმდებლო ცვლილება“ ვერ შემოატრიალებს. მისი განმარტებით, პრობლემა ორგანიზებულ დანაშაულსა და სახელისუფლო გუნდს შორის კონტაქტებში, მათ შორის პოლიციის რეპუტაციის დასუსტებაშია.
"არ ვიცნობ ამ ინიციატივას. მაგრამ, პირველ რიგში აღსანიშნავი იქნება არათანმიმდევრულობა საკუთარ პოზიციაშივე, რაც ზოგადად ახასიათებს მმართველ გუნდს. მაგრამ, მთავარი პრობლემა იმ თვალსაზრისით, რასაც დღეს ვხედავთ, ვგულისხმობ დანაშაულის ზრდას, ორგანიზებული დანაშაულის მომრავლებას, არის არა კანონმდებლობაში, არამედ პოლიტიკურ ნებაში, ასევე იმ კონტაქტებში, რომელიც არსებობს ორგანიზებულ დანაშაულსა და სახელისუფლებო გუნდს შორის, ასევე პოლიციის რეპუტაციის დასუსტებაში და პოლიციის პოლიტიკური მხარდაჭერის შესუსტებაში. ეს არის ის, რამაც ამ სახიფათო გზაზე დაგვაყენა და ამას ვერ შემოატრიალებს რომელიღაც საკანონმდებლო ცვლილება. ამისთვის, როგორც ჩანს, საჭირო იქნება ამ ხელისუფლების შეცვლა", - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






