საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
პოლიტიკა - 19:56, 02 Jul, 2014     1298
მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა განიხილეს და ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტს, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ სამიტზე სათანადოდ აისახება ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ნატოს პროგრამებში მონაწილეობისთვის.

„ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა მომავალი სამიტის დღის წესრიგზე და მადლობა გადამეხადა ნატოს მოკავშირეთა სახელით საქართველოს წვლილისთვის ავღანეთის ოპერაციებში, ასევე იმ განცხადებისთვის, რომ თქვენი ქვეყანა ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგაც მიიღებს მონაწილეობას ნატოს პროექტებში, ხოლო 2015 წლიდან - ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციებში. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მიღწევები, რომელიც აისახა კიდეც ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში და ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია ნატო-სთან დაახლოების მიმართულებით“, - განაცხადა სორინ დუკარუმ.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონალურ უსაფრთხოებასა და რეგიონის ქვეყნებს შორის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის ითანამშრომლოს ნატო-სთან ყველა, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრევრებას გეგმავს, რაც დიდად შეუწყობს ხელს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას.

შეხვედრისას მხარეებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. სორინ დუკარუმ დადებითად შეაფასა ჩვენი ქვეყნის მიერ ამ თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები.

სორინ დუკარუმ საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42