"მე არ ვიცი ამის შესახებ არაფერი", - განაცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში და დასძინა, რომ მისი დამოკიდებულება მრავალი წელია ცნობილია ამ საკითხის მიმართ ,,ამ პრინციპის მიმართ ზუსტად იმდენი წელია ცნობილი, რამდენი წლის წინაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ეს სიმახინჯე შემოიტანა კანონმდებლობაში", - დასძინა ხიდაშელმა.
იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტს ამზადებს, რომლის თანახმადაც შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი.
უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტის მომზადება დღის წესრიგში სასამართლო პრაქტიკის და იმ პრობლემების გათვალისწინებით დადგა, რაც სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებამ და ძალაში მხოლოდ შთანთქმის პრინციპის დატოვებამ გამოიწვია. საუბარია არა უპირობო შეკრებითობის პრინციპთან დაბრუნებაზე, არამედ მოსამართლეებს საშუალება ექნებათ, თავად აირჩიონ, რა ნორმას მიმართონ, - აცხადებენ სამინისტროში.
"იუსტიციის სამინისტრო თავიდანვე იყო უპირობო შეკრებითობის პრინციპის არსებობის წინააღმდეგი, რაც შეიცვალა და დღეს აღარ მოქმედებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ უნდა იყოს მხოლოდ შთანთქმის პრინციპი და რატომ არის მიზანშეწონილი როგორც შთანთქმის, ასევე ნაწილობრივი, ან სრულად შეკრებითობის პრინციპი რომ არსებობდეს – პირველი ეს არის პრაქტიკაში ნაჩვენები პრობლემები. ჩვენ უპირობო შეკრებითობის პრინციპს არ ვუბრუნდებით. უბრალოდ, მოსამართლეს საშუალება ექნება ორივე გამოიყენოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – კანონის ფუძემდებლური პრინციპია, რომ მოხდეს სასჯელის ინდივიდუალიზაცია", - განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.
სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო მიღებული, ახალმა პარლამენტმა გასულ წელს გააუქმა.
მასალის გამოყენების პირობები






