საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანიდმა საელჩოში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენ მომსწრენი ვართ ისტორიული კვირის. გასულ კვირას ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ეს გარკვეულწილად დამოუკიდებლობის დეკლარირებას წარმოადგენს. საქართველომ განამტკიცა თავისი უფლება თვითონ აირჩიოს პარტნიორები, მათ შორის ეკონომიკური", - განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ამ უფლებას.
ამერიკის საელჩოში მიმდინარე ღონისძიებას დაახლოებით 1 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად იქ იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატები, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები.
სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






