"შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ქურდულ სამყაროსთან აქტიურ ბრძოლას აგრძელებს და ამის დასტურია მონაცემები და ის ღონისძიებები, რომელიც სამინისტრომ ამ მიმართულებით განახორციელა.
ახალი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-მ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა, 2013 წელს - ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენები ჰქონდათ ე.წ. ქურდულ სამყაროში და ჰქონდათ კავშირები საზღვარგარეთ მყოფ სხვა ე.წ. კანონიერ ქურდებთან. ასევე, ძებნა არის გამოცხადებული ერთ ე.წ. კანონიერ ქურდზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2013 წელს 70 პირი დააკავა, 2014 წლის 6 თვეში კი - 25 პირი. შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, დააკავეს ქურდული სამყაროს მხოლოდ 10 წევრი, და არც ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი არ დაუკავებიათ", - ნათქვამია განცხადებაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბოლო პერიოდში კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში დაბრუნების შემაშფოთებელ ტენდენციაზე საუბრობს. პარტიაში აცხადებენ, რომ კირმინალების დაბრუნებას ხელ მაღლაჩინოსნები უწყობენ.
მასალის გამოყენების პირობები






