ქეროლ პერეზი და როჩარდ ნორლანდი სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებას ეწვივნენ
პოლიტიკა - 16:35, 02 Jul, 2014     1245
2 ივლისს, სასჯელაღსრულების N16 მშენებარე დაწესებულებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე, ქეროლ პერეზი და აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი ეწვია. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად მათ გარემონტებული საცხოვრებელი კორპუსები, სასადილო, სამრეცხაო, გრძელვადიანი პაემნების ოთახები, საშხაპეები, საგანმანათლებლო და სამუშაო სივრცეები, ასევე სპორტული მოედანი და ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თქმით, აღნიშნული დაწესებულება იქნება სიახლე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, სადაც დაბალი რისკის 1000-მდე პატიმარს სრულფასოვანი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საშუალება ექნება.

„ამ დაწესებულებაში მთავარი აქცენტი გადატანილია გათავისუფლებისთვის მომზადებასა და მსჯავრდებულთა პროფესიული ჩვევების შეძენაზე, რაშიც აშშ-ის დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, _ აღნიშნა სოზარ სუბარმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილემ, ქეროლ პერეზმა აღნიშნული დაწესებულება შეაფასა, როგორც შთამბეჭდავი. მისი თქმით, აშშ-ის მთავრობა აგრძელებს თანამშრომლობას ქართულ მხარესთან, რაც ძირითადად გულისხმობს გაცვლითი ვიზიტების ხელშეწყობას, რათა სამინისტროს თანამშრომლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აშშ-ის ყველა ტიპის დაწესებულების ფუნქციონირებას გაეცნონ.

„ასევე მინისტრთან ვარკვევთ, რა პროგრამები შეიძლება განხორციელდეს პროფესიული და ზოგადად განათლების კუთხით. დაწესებულება უკეთეს გარემოს შექმნის როგორც პატიმრების, ისე მომსახურე პერსონალისთვის“ - განაცხადა ქეროლ პერეზმა.

აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სახელმწიფო ბიუროსთან (INL), 2014 წლის ივნისში ხელმოწერილი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2-წლიან პერიოდს მოიცავს, სასჯელაღსრულების სისტემის სრულყოფის მიზნით, ამერიკული მხარე ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს. შეთანხმება ითვალისწინებს სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაძლებლობების გაზრდას პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ახალი დაწესებულებების გახსნის მიმართულებით, საქართველოში თანამედროვე და ჰუმანური სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვას, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მართვის სისტემის იმპლემენტაციასა და სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების გადამზადებას.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ივნისში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შვიდკაციანი დელეგაცია, მინისტრის მოადგილის, ეკატერინე ქრისტესაშვილის ხელმძღვანელობით გაეცნო აშშ ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სისტემას, მოინახულა რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულება. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვისკონსინის შტატის გამოცდილებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შეფასების, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიადულური დაგეგმვის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და განათლების უზრუნველყოფის სფეროებში.

თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე სასჯელაღსრულების N16 დაწესებულების გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42