2 ივლისს მსოფლიო სპორტული ჟურნალისტიკის დღეს აღნიშნავს
სპორტი - 11:33, 02 Jul, 2014     2407
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი ჟურნალისტებს სპორტული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
როგორც ლევან ყიფიანის მისალოც წერილშია ნათქვამი, 2 ივლისს მსოფლიო სპორტული ჟურნალისტიკის დღეს აღნიშნავს. სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს 1920 წელს ანტვერპენის ოლიმპიური თამაშებისას ჩაეყარა საფუძველი, პარიზის მერვე ოლიმპიადაზე კი მსოფლიო სპორტისა და პრესის ასოციაცია დაფუძნდა. საქართველო ამ ასოციაციის წევრი 1992 წელიდან გახდა.
"მიუხედავად ამისა, საქართველოში სპორტულ ჟურნალისტიკას უფრო ღრმა ფესვები აქვს: პირველი ქართული სპორტული ჟურნალი "შევარდენი" 1918 წელს გამოჩნდა და მას სპორტული საზოგადოება "შევარდენი" გამოსცემდა, 1934 წელს კი გაზეთი "ფიზკულტურელი" დაარსდა, რომელსაც 1949 წლიდან სახელი შეეცვალა და დღემდე "ლელოს" სახელით ვრცელდება.
დღესდღეობით საქართველოში სპორტულ ამბებს აშუქებენ გაზეთები და ტელევიზიები, ტელეკომპანიები და სპორტული ვებ-გვერდები. ამ სფეროში მრავალი ღირსეული ჟურნალისტი მოღვაწეობს და მათთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, სწორედ ამიტომ, პირადად ჩემი და მთელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელით ვულოცავ მათ პროფესიულ დღესასწაულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებ! ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის სპორტულ ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს, საინტერესოსა და წარმატებულს გავხდით", - აღნიშნულია მინისტრის მისალოც განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42