ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც პუტინი ამბობს, რომ რუსეთი ყირიმში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად შევიდა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას არასოდეს დაუმალავს, რომ ნატო-ს გაფართოება მისთვის არის ძალიან სერიოზული წინააღმდეგობის საგანი.
"რუსეთის ხელისუფლებას არასოდეს დაუმალავს, რომ ნატო-ს გაფართოება არის მათთვის ძალიან სერიოზული წინააღმდეგობის საგანი. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ბალტიისპირეთის მიმართულებით ნატო-ს გაფართოებაზე ანალოგიური განცხადებები ისმოდა, მაგრამ დღეს, ბალტიისპირეთი უკვე ნატო-ს წევრია. ყირიმი და სევასტოპოლი უკრაინის განუყოფელი ნაწილია, ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის სუვერენიტეტს და საგარეო პოლიტიკური არჩევანს. უკრაინამ საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, და თუ უკრაინა გადაწყვეტს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის მისი ქვეყნის მომავალი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






