როგორ გაგრძელდება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ეს იქნება მთავარი საკითხი, რაზეც ქართველი და რუსი ექსპერტები პრაღაში ისაუბრებენ.
შეხვედრა 7 ივლისს აბაშიძე-კარასინის შეხვედრამდე ორი დღით ადრე გაიმართება. ქართველ ექსპერტთა ჯგუფი სამ კაციანი იქნება, მისი შემადგენლობა ჯერჯერობით ზუსტდება და შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი. ჯგუფს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.
„რუსეთს რა თქმა უნდა აქვს გარკვეული შეკითხვები თუ როგორ შეიძლება ასოცირების შეთანხმების პირობებში სავაჭრო ურთიერთობის გაგრძელება, ასევე მოხდება დღემდე განვლილი პერიოდის ანალიზი, როდესაც ჩვენ გნვაახლეთ ვაჭრობა რუსეთთან, ასეთი შეხვედრა აუცილებელია, ვინაიდან საჭიროა მივაწოდოთ ინფორმაცია რუსეთის მხარეს, თუ რა რეგულაციები არსებობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






