პროკურატურის განცხადებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ მორატორიუმი არ არის იმუნიტეტი და საგამოძიებო უწყების კითხვებს ნებისმიერმა პირმა უნდა უპასუხოს.
მანანა კობახიძე დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებული მერისათვის 50 ათას ლარიანი გირაოს მოთხოვნის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროკურატურა თავად წყვეტს აღკვეთის ღონისძიების საკითხს და მასში რომელიმე პოლიტიკური ძალა არ უნდა ჩაერიოს.
„მორატორიუმი, ეს არის გარკვეული, პოლიტიკური ნაბიჯი, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას ეკრძალება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, არც მოწმის დაბარება, მოწმის სახით დაკითხვა, გნებავ ბრალის წაყენება ამ უფლებებს მორატორიუმი არ უზღუდავს საგამოძიებო ორგანოს. უგულავა თავისუფლად გადაადგილდება, ის არ არის დაკავებული, თუ ისინი თვლიან, რომ გირაო უზრუნველყოფს, ეს მათი უფლებამოსილებაა თუ რას მოითხოვენ“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






