გამყრელიძემ სახაზინო კოდის შეცვლასთან დაკავშირებით გიგი უგულავას უპასუხა და აღნიშნა, რომ უგულავა განზრახ ცდილობს აღნიშნული განცხადებით, დანაშაული მერიის რიგით თანამშრომლებს გადააბრალოს.
,,გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ მის მიერ არ ყოფილა არანარი კოდი შეცვლილი განზრახ, ამასთანავე არანაირი სახაზინო კოდის შეცვლის შესახებ მისთვის ცნობლი არ არის. ეს თავის მხრივ ადასტურებს უგულავას ბრალეულობას, მაგრამ ჩემი აზრით ის ცდილობს გადააბრალოს მის მიერ ჩადენილი დანაშაული მერიის რიგით თანამშრომლებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ უგულავა ქვეყნიდან გასვლის შემდეგ დაბრუნებას აღარ აპირებდა.
,,საგამოძიებო ორგანოებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომლის თანახმად გიგი უგულავა აპირებდა ქვეყნის დატოვებას, აღნიშნული დადასტურებული იქნა იმით, რომ მის მიერ აღებული იქნა ბილეთები, ასევე მისი ოჯახის წევრს დატოვებული ჰქონდა საზღვარი და არსებობდა ინფორმაცია, რომ ის აღარ აპირებდა ქვეყანაში დაბრუნებას. არსებობდა საშიშროება, რომ მისი ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, მისთვის წარდგენილი ბრალის დადასტურება ვეღარ მოხდებოდა, მასთან სხვა საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები ვეღარ წარიმართებოდა. მის მიმართ არის რამდენიმე ბრალი წარდგენილი, საჭირო იყო ბრალის დადასტურებისთვის გამოძიება და ამიტომ არსებობდა საჭიროება უგულავასთვის ბრალის წარდგენის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ თვალსაჩინოებისთვის სქემა წარმოადგინა, რითაც, მისი განმარტებით, უგულავას ბრალეულობა მტკიცდება.
რაც შეეხება საკითხს, თუ რითი ამყარებს გამოძიება ბრალდებას, რომ სწორედ უგულავას მიერ იქნა არასწორად მითითებული შტრიხკოდი, რომლის შედეგად მოხდა არასწორად თანხის 40%-ის გადარიცხვა. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ წლებია უგულავა დანაშაულებრივ ქმედებებში იყო ჩართული და ,,სითი პარკის“ მიერ თანხები მისი მეგობრების ანგარიშებზეც ირიცხებოდა.
,,ჩვენ არ უნდა მივუდგეთ საკითხს ისე, თითქოს უგულავამ მხოლოდ ერთხელ შეიტანა არასწორი კოდი, ეს წლებია გრძელდება. 2007-2011 წლიდან ის ჩართულია დანაშაულებრივ ქმედებაში. უგულავას მიერ შპს ,,სითი პარკისათვის“ გაფირმებული კაბალური პირობების შესახებ ცნობილი იყო, გამოძიების მიერ დადგენილია უგულავას სამეგობრო წრე, რომელსაც სითიპარკმა გადაურიცხა საჩუქრად 300 ათასი ლარი, ხოლო შემდგომ ერთ-ერთ ფირმასთან გაადფორმა თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებაზე მილიონი ლარი, რომელი მომსახურებაც ფაქტიურად არც გაწეულა. როცა ეს ხელშეკრულება გაფორმდა ქართულ კომპანიასთან, იგივე სითი პარკს რამოდენიმე უცხოურ კომპანიასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულებები 800 ათას დოლარზე. ამასთან, გამოძიებას აქვს სხვა მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს გიგი უგულავას კონკრეტულ ინტერესებს სითი პარკში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მანვე განმარტა, რომ პროკურატურა მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 ათასი ლარის შეფარდების და მისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






