არ ვიცნობ „რემენას“ და მასთან არანაირი კავშირი არ მქონია - კახი კალაძე
პოლიტიკა - 22:27, 01 Jul, 2014     1887

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას მისი დაკითხვის შესახებ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ გამოეხმაურა. კალაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი მხრიდან მსგავსი ქმედება არ უკვირს. კალაძის განცხადებით, მას არანაირი კავშირი არ ჰქონია „რემენასთან“ და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის გაგრძელებაა.

„ეს არის აბსურდი, „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თავის სტილს. მათი პოლიტიკა დაფუძვნებულია სიცრუზე და დემაგოგიაზე. ეს სიახლე არ არის საზოგადოებასთვის. წლებია ვუყურებთ მათ მიერ დადგმულ შოუებს. გავიხსენოთ 2012 წელი, როდესაც შემოვედი პოლიტიკაში თუ რა ხდებოდა კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში. ჩემი მისამართით მიმდინარეობდა შავი პიარი და ეს ეხლაც გრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან. მაშინ ჯერ კიდევ საკუთარი ტელევიზიების საშუალებით ახორციელებდნენ ამას. ამას ახორციელებდნენ „რუსთავი 2“-ის და „იმედი“-ის მეშვეობით, რომელიც პატარკაციშვილების ოჯახს უგულავას მეთაურობით ჩამოართვეს და მიხეილ სააკაშილის საკუთრებაში იყო. დღეს „რუსთავი 2“ დარჩა მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ ვიცნობ „რემენას“ და მასთან არანაირი კავშირი არასდროს არ მქონია“, - განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42