მისი თქმით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძრვანელს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს არ შეუშლის. თუმცა, კალაძის განცხადებითვე, წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმის დასრულების შემდეგ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
„ასოცირების ხელშეკრულებასთან არავითარი კავშირი არ აქვს უგულავას ბრალის დამძიმებას, ეს არის საგამოძიებო უწყებების კომპეტენცია, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამ ადამიანის მიმართ, გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, როცა მორატორიუმის ვადა ამოიწურება, გაგრძელდება გამოძიება, კითხვები არსებობს კონკრეტულ პიროვნებებთან, ვისაც დანაშაულია ქვს ჩადენილი აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე.
არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ უგულავამ თავის გუნდთან ერთად აწარმოოს საარჩევნო კამპანია, მას უბრალოდ დაემატა ახალი ბრალი. მე მოვისმინე უგულავას განცხადებები, თითქოს მთავარ მოწმესთან დაკავშირებით გაკვირვებული იყო, ჩვენ გვახსოვს ბატონი რამიშვილი რომ დააკავეს, ბექაურს კითხეთ ვინ დაუმაგრა კამერა მაშინ როდესაც რამიშვილთან მიდიოდა, ეს იყო გიგი უგულავა.
არავითარი კავშირი არ აქვს არჩევნებთან ამ გადაწყვეტილებას, პროკურატურა დამოუკიდებელი უწყებაა, რატომ უნდა წავიდეთ ამ გზით, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ყველგან გაიმარჯვა, რაიონებში, ქალაქებში ყველგან ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატები, მთელი ქვეყნის მასშტაბით „ნაციონალურ მოძრაობას“ 54 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს, ეს არის ის პასუხი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა გასცა „ნაციონალურ მოძრაობას“.
პოლიტიკური დევნა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისმის ძალიან ხშირად კონკრეტულ პირებზე, რომლებსაც დანაშაულებები აქვთ ჩადენილი, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, აუცილებლად ყველა კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, ეს ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, მე მესმის საზოგადოების, მათ სურთ ეს ყველაფერი დაჩქარდეს და ეს ადამიანები პასუხისგებაში მიეცეს, ეს პროცესი ძალიან მალე დაიწყება.
ჩვენი სურვილია რაც შეიძლება ძალიან მალე დაიწყოს ეს პროცესები, ამას ითხოვს საზოგადოება და ამას ითხოვს ხალხი. ჩვენ თუ ეს ყველაფერი გავატარეთ და თვალი დავხუჭეთ, ხვალ იგივე გაგრძელდება, მე არ ვიცი დაჭერების სერია დაიწყება თუ არა, მე შესაბამის ორგანოებს ვთხოვ დააჩქაროს ეს პროცესი, ანუ სამართლიანობის აღდგენა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






