ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 46-ე შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 20:11, 01 Jul, 2014     682
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გააპროტესტა ახალგორის მიმართულებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას არ აძლევს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.

შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი რომან შიტიკოვის საკითხი, რომლის დაკავების და შესაბამისად ციხეში ყოფნის ფაქტს, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების, ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღემდე არ ადასტურებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ წარადგინა კონკრეტულ პირთა დაკითხვის ოქმები, რომლებიც ცხინვალის ციხეში რომან შიტიკოვის ყოფნის ფაქტს ადასტურებს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დუშეთის რაიონში, სამების მონასტრის არეალში მდებარე წყალშემკრების რეაბილიტაციის საკითხს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოები დაწყებულია და უახლოეს მომავალში პრობლემა მოგვარდება.

ქართულმა მხარემ გააპროტესტა მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო მონტაჟის პროცესი გორის რაიონის, სოფელ ქერესა და ცხინვალის რაიონის, სოფელ ოტრევის მიმართულებით არსებულ მონაკვეთში და ახალგორის რაიონში საძოვრებზე წვდომის შეზღუდვის საკითხი, რაც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, მათი მხრიდან ღრმა შესწავლას მოითხოვს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცხინვალის ციხეში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეებისა და უგზო–უკვლოდ დაკარგული პირების საკითხი.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42