შპს „სტერეო +“ სამი ლიცენზიის მფლობელი გახდა
პოლიტიკა - 16:58, 01 Jul, 2014     896
1 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ კონკურსზე შპს „სტერეო +“ N B+2 ლოტზე გახდა გამარჯვებული. კომპანია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სამი ლიცენზიის მფლობელი გახდა.

შპს „სტერეო +“ MUX - B ლიცენზიის ფარგლებში ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის ქსელში ღია ეთერით ტელემაუწყებელთა გავრცელებას შეძლებს. MUX – C და MUX – D ლიცენზიების ფარგლებში კი, კომპანია სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებას შეძლებს როგორც ღია ეთერით, ასევე დახურული ე.წ კოდირებული ფორმატით კომერციული მიზნებისთვის (Pay TV).

კომისიამ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსი 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

კონკურსზე გამოტანილი იყო ხუთი ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის მქონე ქსელის ფორმირებისთვის საჭირო რადიოსიხსირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები ათ ლოტად. თავდაპირველად კონკურსში განაცხადი ორ კომპანიას შპს „მუქსს“ (A+0) და შპს „სტერეო +“ (□A+B+2 და □ B+2 ლოტებზე) ჰქონდა წარმოდგენილი, თუმცა კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „მუქსმა“ დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო განაცხადი უკან გაითხოვა, შპს „სტერეო +“-მ კი კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთ ლოტზე განაგრძო და გამარჯვებულიც გახდა.

კომისია ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის უზრუნველსაყოფად აქტიური თანამშრომლობის პროცესს გააგრძელებს როგორც კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ციფრული ქსელის მშენებლობის პროცესში, ასევე ეროვნულ თუ ადგილობრივ ტელემაუწყებლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა დაინტერესებულ პირთან.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42