საქართველო ტერორისტების მიერ შედგენილ რუკაზე დაიტანეს და მუსულმანური სამყაროს ნაწილად აქციეს
პოლიტიკა - 16:33, 01 Jul, 2014     11560

საქართველო ტერორისტების მიერ შედგენილ რუკაზე დაიტანეს. ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ“ ერთიანი ისლამური სახლემწიფოს შექმნის ხუთწლიანი გეგმა რუქაზე გადაიტანა.

ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, ხშირად ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო - არაღიარებული ისლამური სახელმწიფო და ვაჰაბისტური სამხედრო ჯგუფი ერაყსა და სირიაში. აკონტროლებს ერაყისა და სირიის ნაწილს, და გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს შემოიერთოს მთლიანად ლევანტი, მათ შორის ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, იორდანია, კვიპროსი, სამხრეთ თურქეთი. ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ 2003 წლის ჯორჯ ბუშის შეჭრამ ერაყში მიიყვანა ისინი ჯიჰადამდე ამერიკელების წინააღმდეგ, და ბიძგი მისცა მათ კონტროლი გაემყარებინათ არაბულ სახელმწიფოებზე (ვიკიპედია)

რადიკალური დაჯგუფების წევრებმა რუკა შექმნეს, რუკაზე მოხვდა საქართველო, მთელი კავკასიის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი, არაბეთის ნახევარკუნძული თურქეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, თითქმის ცენტარლურ აფრიკამდე, აზიის დიდი ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი, ბალკანეთი, ყირიმი და პირენეს ნახევარკუნძული.

ექსტრემისტების თქმით, ერთიანი სახელმწიფო შარიათის კანონებზე იქნება დაფუძნებული. შარიათის კანონები არის ისლამური კანონი, დაფუძნებული ორ ძირეულ წყაროზე: ყურანსა და ტრადიციაზე. მისი დებულებები თეორიულად შეიძლება დაეყრდნოს, აგრეთვე, განსაზღვრული პერიოდის ყველა კანონმცოდნის თანხმობას.

შარიათის თანახმად, ადამიანთა ქმედებები შემდეგ კლასიფიკაციას ექვემდებარება:

ა) სავალდებულო;

ბ) სასურველი;

გ) დაშვებული;

დ) გაკიცხული ან დაგმობილი;

ე) აკრძალული ქმედებები.

შარიათის წიგნები შეიცავს ისლამური კანონის დებულებებს შემდგომ საკითხებთან დაკავშირებით:

რელიგიური ვალდებულებანი;

ოჯახური სამართალი;

მემკვიდრეობითი, საკუთრების და გარიგებითი სამართალი;

სისხლის სამართლის და საპროცესო სამართალი;

ადმინისტრაციული სამართალი;

წმიდა ომის (ჯიჰადი) წარმოება.

რაც შეეხება შარიათის მისადაგებას პრაქტიკულ ცხოვრებასთან, იურიდიულ ნორმათა შესრულების უზრუნველყოფა ევალება ისლამური საკრებულოს წინამძღვარს, იქნება ეს ხალიფა, იმამი თუ სულთანი, და კიდევ, მოსამართლეს (ყადი). მათთან ერთად არის, აგრეთვე, მრჩევლის სტატუსის მქონე კანონმცოდნე.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ ერაყისა და სირიის კონტოლირებად ტერიტორიაზე უკვე გამოაცხადა ისლამური ხალიფატი და მთავარ ხალიფად აბუ ბაქრა ალ ბაღდადი დანიშნა.

ხალიფატის შექმნასა და ტერორისტული დაჯგუფების მიერ მომზადებულ რუკას არარეალურად მიიჩნევენ კავკასიის საკითხებზე მომუშავე ქართველი ექსპერტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42