შს მინისტრმა კინოლოგიური პროექტი გახსნა
პოლიტიკა - 16:09, 01 Jul, 2014     744

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტი (K9) გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ქეროლ პერეზი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. ორივე უწყებისთვის შეძენილია 5 სამომსახურეო ძაღლი. ოპერატიული დანაყოფის წევრებმა, შეძენილ სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით გაიარეს რვა კვირიანი მომზადების კურსი, ასევე გაეცნენ თურქეთში არსებულ სისტემას. მიმდინარე ეტაპზე სამომსახურეო ძაღლები, დანაყოფის წევრებთან ერთად, ყოველდღიურად გადიან მომზადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ბაზაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივ საცხოვრებელს - ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად იგეგმება დროებითი ვოლიერების მშენებლობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42