შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაიას მეუღლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურაში გამართულ თათბირზე ინფორმაციას არ ფლობს. ალექსანდრე ჭიკაიძისთვის ასევე უცნობია, თუ რა პირობებში მოხდა გიორგი დგებუაძის (მასტერას) დაკავება.
„ჩემთვის უცნობია ეს ინფორმაციას. ასევე უცნობია თუ რას აპირებს პროკურატურა და ეს ჩვენი პრეროგატივა არც არის. ასევე უცნობია თუ რა პირობებში მოხდა დგებუაძის დაკავება“, - განაცხადა ჭიკაიძემ.
ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში თათბირი ჩატარდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თათბირზე კატეგორიულად მოითხოვა, რომ 26 ივლისს ბაჩო ახალაიამ ციხე არ უნდა დატოვოს.
რაც შეეხება სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი დგებუაძეს ("მასტერას") ჰოლანდიაში გუშინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






