ირმა ნადირაშვილი კახა კალაძის დაკითხვას მოითხოვს
პოლიტიკა - 14:19, 01 Jul, 2014     2218

დეპუტატი ირმა ნადირაშვილი პროკურატურას ხვალ წერილობით მიმართავს და ბარბაქაძის საქმეზე კახა კალაძის დაკითხვას მოითხოვს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში კვლავ კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის დაბრუნებაზე საუბრობს:

„ბოლო პერიოდიში გამოიკვეთა საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის დაბრუნების შემაშფოთებელი ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენები შეუძლებელი იქნებოდა დღევანდელი მთავრობის ღია, თუ ფარული დახმარებისა და მფარველობის გარეშე. რამოდენიმე დღის წინ ჩვენ გაცნობეთ ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძის (მეტსახელად რემენა) საქართველოში დეპორტაციისა და თბილისის აეროპორტიდან მისი „გაქრობის“ ამბავი.

დღეს გვინდა გაცნობოთ ამ ფაქტის რამოდენიმე დამატებითი დეტალი. ავტომანქანა, S-კლასის მერსედესი, სახელმწიფო ნომრებით ZQZ-222, რომლითაც მოხდა მისი აეროპორტის ტერიტორიიდან გაყვანა, იმყოფება მოქალაქე მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის (დაბადებული 1970 წელს, მცხოვრები თბილისი, ჯანიაშვილის ქ. 16-18-20) მფლობელობაში. ქალბატონი მარინას მეუღლე ილია კეჭაყმაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის კუთვნილებაში მყოფი ბანკის „პროგრეს ბანკი“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილეა, აგრეთვე KALA CAPITAL LIMITTED სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შპს „კალა კაპიტალის“ დირექტორი. ცოლ-ქმარმა წინასაარჩევნოდ ბლოკ „ქართულ ოცნებას“ 80 000 ლარი შესწირეს - ილია კეჭაყმაძე 2014 წლის 15 აპრილს 60 000 ლარი და მარინა დოლიძე-კეჭაყმაძე 2014 წლის 13 მაისი 20 000 ლარი. აქვე შეგახსენებთ, რომ „პროგრეს ბანკში“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა საქართველოს პრემიერის სიმამრი თამაზ თამაზაშვილს უკავია.

ყოველივე ზემოთ თქმილიდან გამომდინარე გასაგები ხდება თუ რატომ აუკრძალა შსს გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი და დეპორტირებული კრიმინალური ავტორიტეტის დაკავება კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს და როგორ შემოვიდა საქართველოში და მეორე დღეს ყოვეგვარი პრობლემის დატოვა ქვეყანა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივობად და თვითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას.

მოვითხოვთ სასწრაფოდ გამოძიებული იქნას საქართველოს კანონმდებლობის უხეშად დარღვევის ფაქტი, შესწავლილი იქნას საზღვრის გადმოკვეთის ინფორმაცია, თბილისის აეროპორტის არსებული კამერების ჩანაწერები და დაისაჯოს ამ დანაშაულის ყველა მონაწილე“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42